ბიზნესებისთვის

სარკე და მინა თქვენი ობიექტისთვის — გაზომვიდან მონტაჟამდე

ვაწარმოებთ სარკეებსა და მინის კონსტრუქციებს სასტუმროებისთვის, სალონებისთვის, მაღაზიებისა და ბიზნეს ცენტრებისთვის. ჩვენვე ვზომავთ, ვამზადებთ და ვამონტაჟებთ — ვადას კი ხელშეკრულებაში ვწერთ.

უფასო გაზომვა ობიექტზეოფიციალური ანგარიშსწორებამიწოდება მთელ საქართველოში1 წლიანი გარანტია
უპირატესობები

რატომ ჩვენ?

პასუხისმგებელიანი და გამოცდილი მომწოდებელი

სარკე, საშხაპე კაბინა და მინის ტიხარი — სამივე  ნივთი შეგიძლიათ ჩვენთან შეუკვეთოთ. აღარ დაგჭირდებათ სამი მომწოდებლის გრაფიკის ერთმანეთთან შეხამება. აღარც ის, რომ პრობლემის დროს ერთმანეთს აბრალებდნენ.

ვადა, რომელსაც ვიცავთ

ხელშეკრულებამდე გეუბნებით ზუსტ თარიღს და ეტაპებს. დიდ მოცულობას ვყოფთ ნაწილებად — სართულების ან ბლოკების მიხედვით — რომ ობიექტმა მუშაობა არ შეაჩეროს.

საკუთარი წარმოება

შუამავლები არ ვართ. ზომა, ფორმა, განათების ტემპერატურა, მინის სისქე — ყველაფერი ჩვენს საამქროში წყდება. ამიტომ ფასზეც და ვადაზეც პასუხს ჩვენ ვაგებთ და არა მომწოდებელი.

ჩაბარებით ურთიერთობა არ მთავრდება

ობიექტი მუშაობს და წელიწადში ერთი-ორი სარკე ზიანდება — ეს ბუნებრივია. თქვენი ობიექტის ზომები და სპეციფიკაცია ჩვენთან ინახება, ამიტომ ჩანაცვლებას ხელახალი გაზომვის გარეშე ვამზადებთ.

სეგმენტები

ვისთვის ვმუშაობთ

თითოეულ სივრცეს თავისი მოთხოვნა აქვს. ჩვენ ვიცით, რა სჭირდება სასტუმროს ნომერს და რა — სილამაზის სალონის სამუშაო ადგილს.

სასტუმროები და აპარტ-სასტუმროები

40 ნომერი — 40 ერთნაირი სარკე. ერთი პარტიით ვაწარმოებთ, რომ ნომრებს შორის განსხვავება არ იგრძნობოდეს — არც ელფერში, არც განათებაში. სველ ზონაში სარკეს დამუშავებული, დაცული კიდეებით ვამზადებთ და ტენმედეგ კომპონენტებს ვიყენებთ — მუდმივი ორთქლი მათ არაფერს აკლებს.

სურვილისამებრ — ლოგო სარკეზე და ნომრის დიზაინთან შესაბამისობა.

რესტორნები, კაფეები და ბარები

სტუმარი რესტორანზე საბოლოო შთაბეჭდილებას ხშირად სველი წერტილიდან გამოსვლისას იქმნის. ვამზადებთ ინტერიერზე მორგებულ სარკეებს — ნებისმიერი ფორმის, განათებით ან მის გარეშე — და მინის ტიხრებს ზონირებისთვის. პატარა დარბაზში სარკე სივრცეს ვიზუალურად აორმაგებს.

უძლებს ყოველდღიურ, ინტენსიურ წმენდას.

სილამაზის ცენტრები და ბარბერშოფები

თქვენთვის სარკე დეკორი არაა — სამუშაო იარაღია. არასწორ განათებაზე კლიენტი სალონში ერთ ფერს ხედავს, ქუჩაში კი — სულ სხვას. პრეტენზია თქვენს სამუშაოზე მოდის, თუმცა ბრალი სინათლეშია. სამუშაო ადგილებს ნეიტრალური, 4000K განათებით ვაწყობთ — თანაბრად და უჩრდილოდ.

მაკიაჟის სარკეები, სამუშაო ადგილები, მისაღები და მოსაცდელი ზონა.

სპორტული და საცეკვაო ცენტრები

აქ ორი რამ არის მთავარი: უსაფრთხოება და არეკვლის სისწორე. დამახინჯებულ სარკეში ვარჯიშის ტექნიკის კონტროლი შეუძლებელია. ვამონტაჟებთ სარკის კედლებს დამცავი საფარით — დაზიანების შემთხვევაშიც მთლიანობას ინარჩუნებს და ნამსხვრევებს არ ისვრის.

ფიტნესი, იოგა და პილატესი, საცეკვაო დარბაზები, საბრძოლო კლუბები, გასახდელები.

ტანსაცმლის მაღაზიები

მოსაზომ კაბინაში სარკე ყიდის. ოდნავ დამახინჯებული არეკვლა — და კლიენტი შიგნით კმაყოფილია, სახლში კი აღარ. ნივთი უკან ბრუნდება. ვაწარმოებთ სრული სიმაღლის სარკეებს დამახინჯების გარეშე და განათებას, რომელიც ქსოვილის ნამდვილ ფერს აჩვენებს.

მოსაზომი კაბინები, სავაჭრო დარბაზი, ვიტრინა, მინის ტიხრები.

სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ობიექტები

დიდი მოცულობა, მაღალი დატვირთვა და ერთი პირობა — ობიექტი მუშაობას არ წყვეტს. ვმუშაობთ ეტაპებად და, საჭიროებისამებრ, არასამუშაო საათებში. ვაწარმოებთ ისე, რომ ინტენსიურ დატვირთვას გაუძლოს.

სველი წერტილები, საერთო სივრცეები, დედათა ოთახები, ტექნიკური ზონები.

ბიზნეს ცენტრები და ოფისები

შენობის კლასი დეტალებში იკითხება — და სველი წერტილი ერთ-ერთი პირველია. ვამზადებთ სარკეებს სველი წერტილებისთვის, მინის კონსტრუქციებს სამზარეულო ზონისა და სამიტინგო ოთახებისთვის — ერთ სტილში, ყველა სართულზე.

აირჩევთ გამჭვირვალობის ხარისხს და ხმის იზოლაციის დონეს.

ინტერიერის დიზაინერები და არქიტექტორები

თქვენ ხატავთ — ჩვენ ვაწარმოებთ. ნებისმიერი ფორმა, ასიმეტრიულის ჩათვლით. გამოგვიგზავნეთ ესკიზი და უკან მიიღებთ ტექნიკურ ნახაზს, ფასს და ვადას — მზად კლიენტთან პრეზენტაციისთვის.

პროექტს თქვენ აბარებთ — წარმოების რისკს ჩვენ ვიღებთ.

დეველოპერები და სამშენებლო კომპანიები

ასობით ბინა, ერთი სპეციფიკაცია, ერთი ფასი მთელ პროექტზე. მიწოდებას ბლოკებად ან სართულებად ვგეგმავთ — თქვენს სამშენებლო გრაფიკზე მორგებულად. სარკეც და საშხაპე კაბინაც ერთი ხელშეკრულებით და ერთი ზედნადებით.

ფასი პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებისას ფიქსირდება.

პროცესი

როგორ მიმდინარეობს პროექტი

  1. 1

    მოთხოვნა

    მოგვწერეთ ობიექტის მონაცემები: ნომრების რაოდენობა, ზომები ან პროექტის ნახაზი.

  2. 2

    გაზომვა ადგილზე

    ჩვენი სპეციალისტი ჩამოდის, ზომავს და ამოწმებს მონტაჟის პირობებს. უფასოდ.

  3. 3

    ესკიზი და ფასი

    მიიღებთ ტექნიკურ ნახაზს, სრულ სპეციფიკაციას და ფიქსირებულ ფასს 2 სამუშაო დღეში.

  4. 4

    ხელშეკრულება

    ეტაპებსა და ვადებს თქვენს გრაფიკზე ვათანხმებთ და ხელშეკრულებაში ვწერთ.

  5. 5

    წარმოება და მიწოდება

    ვაწარმოებთ ეტაპებად, რომ ობიექტზე ზედმეტი შენახვა არ დაგჭირდეთ.

  6. 6

    მონტაჟი და ჩაბარება

    ვამონტაჟებთ შეთანხმებულ დროს — საჭიროებისამებრ, არასამუშაო საათებში — და ვაბარებთ აქტით.

მთელი საქართველო
მიწოდებისა და მონტაჟის არეალი
12–18 დღე
საშუალო ვადა შეკვეთიდან მონტაჟამდე
220 კომპანია
ვისთანაც ვმუშაობთ
6 წელი
წარმოების გამოცდილება
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

პროექტი

მოგვიყევით პროექტის შესახებ

გამოგვიგზავნეთ ობიექტის მონაცემები და 2 სამუშაო დღეში მიიღებთ სპეციფიკაციას, ესკიზს და ფიქსირებულ ფასს.

ნახაზი ან ფოტო გამოგვიგზავნეთ WhatsApp-ზე: +995 598 23 32 55

ან დაგვირეკეთ: +995 598 23 32 55