მოვლა

მოვლის ინსტრუქცია

მარტივი წესები, რომ პროდუქტმა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.

LED სარკეები

  • გაწმინდე რბილი, სუფთა ქსოვილით.
  • გამოიყენე მინის სპეც. საწმენდი — არა აბრაზიული.
  • თავიდან აიცილე ცხელი წყლის პირდაპირი ორთქლი LED პანელზე.
  • ჩართე anti-fog ფუნქცია აბაზანის დაწყებამდე 2-3 წუთით ადრე.

შხაპის კაბინები

  • ყოველი შხაპის შემდეგ რეზინის სახეხით (სქვიჯით) გაწმინდე შუშა — ასე თავიდან აიცილებ წყლის ლაქებსა და ნადებს.
  • თვეში ერთხელ დაამუშავე შუშა ნანო-საფარის შემანარჩუნებელი საშუალებით.
  • ექვს თვეში ერთხელ შეამოწმე კარის ფურნიტურა (ანჯამები, სახელური, მაგნიტური ლენტი).
  • მოერიდე აგრესიულ ქიმიურ საწმენდებს — ისინი აზიანებს დამცავ საფარსა და ჩამკეტებს.